Sunday, October 7, 2018

ტრენინგის პირველი- მეორე დღე

 ველოდებოდი ინტელის ტრენინგს განსაკუთრებულად. დარწმუნებული ვიყავი, რომ უამრავ სიახლესა  და საინტერესო თემას გავეცნობოდი. ტრენინგის პირველმა და მეორე დღემ, მართლაც, საინტერესოდ  ჩაიარა. ვფიქრობ, უფრო მეტი მელოდება წინ, დიდი იმედი მაქვს.
პირველ რიგში, ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, საინტერესო და ეფექტურია საგაკვეთილო პერიოდის ნაწილი დავუთმოთ პროექტებით სწავლებას, რამდენად ზრდის მოტივაციას, უვითარებს უამრავ უნარ-ჩვევას მოსწავლეებს.
გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის ონლაინსახელმძღვანელოს, მის ფუნქციებს, ეფექტურად წაკითხვისა და გამოყენების ხერხებს.  გავიარეთ პროექტების დაგეგმვის ეტაპები: საქაღალდეების შექმნა, ორგანიზება, კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება და სხვა.

                                                                 

No comments:

Post a Comment