ტრენინგის მესამე დღე საინტერესო და სააზროვნო იყო. თავდაპირველად მასწავლებლებმა ერთმანეთსა და ტრენერს გავაცანით ჩვენ მიერ მოფიქრებული პროექტების სათაური და მოკლე მონახაზი. ყველა პროექტი საინტერესო იყო, ვუსმენდით გამომსვლეს და რჩევებსაც ვაძლევდით.
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის ეტაპებზე: ჩვენი პროექტი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს და ეთანხმებოდეს სტანდარტს და ითვალისწინებდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო დონეებს. მოკლედ, ესაა ამოსავალი, მიზნებიც ამის მიხედვით უნდა გავწეროთ. პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია სათაურის სწორად შერჩევა, უნდა იყოს შინაარსობრივი, ძალიან საინტერესო, სხარტი და მოქნილი. :) ამის შემდგომი ეტაპი კი არის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენ ამ კითხვებით ბავშვები უნდა გავიყვანოთ მაღალ სააზროვნო დონეებზე, დავაინტერესოთ პროექტით, გამოვიწვიოთ მათი ცნობისმოყვარეობა და ჩავრთოთ სამუშაო პროცესში ხალისით.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. გავაანალიზეთ თითოეული მათგანი. ვისწავლეთ ბრუშურის შექმნა, ბლოგზე ატვირთვა.
თიკო, ძალიან მომწონს შენი იდეები პროექტის ირგვლივ. ვფიქრობ, რომ ბევრ მათგანს გამოვიყენებ სამომავლოდ.
ReplyDeleteთიკო ძალიან მომეწონა შენი პროექტის ორვე თემა. საინტერესო იყო. წარმატებები.
ReplyDeleteმოხარული ვარ, თქვენი გაცნობით. გისურვებთ წარმატებებს))))
ReplyDelete